დავით ბაქრაძე: ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ მოვემზადოთ ნატოს წევრობისთვის

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცახდებით, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოვემზადოთ ნატოს წევრობისთვის. ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტებს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დავით ბაქრაძემ ჯეიმს აპატურაის ვიზიტისთვის და სიანტერესო შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბევრ საკითხს, მათ შორის – ვარშავის სამიტს.
„საუბარი შეეხო ვარშავის სამიტისთვის მზადებას. საქართველო ემზადება, რომ წევრობის გზაზე მიღწეული პროგრესი – როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული, იყოს აღიარებული ვარშავის სამიტზე. ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოვემზადოთ ნატოს წევრობისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები