იდეალურად მივიჩნევდი, საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტი გამგზავრებულიყო – ფანჯიკიძე

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ საფრანგეთში თანაგრძნობის გამოსახატად პარტიების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტიც უნდა გამგზავრებულიყო.
“რადგან თანაგრძნობა არის ასეთი საყოველთაო, მე იდეალურად მივიჩნევდი საფრანგეთში გამგზავრებულიყო საქართველოს პრეზიდენტი და მასთან ერთად ყოფილიყვნენ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, სწორედ იმის ხაზგასასმელად, რომ ეს არ არის მხოლოდ მთავრობის თანაგრძნობა, არამედ ეს არის საქართველოს თანაგრძნობა“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები