თინა ხიდაშელი: ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ქაოსისკენ წაყვანა არავის ეპატიება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების დროს ძალადობაზე სასჯელის გამკაცრებას მიესალმება.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ძალადობაზე პასუხი უნდა იყოს მკაცრი და საქართველოს ქაოსისკენ წაყვანა არავის ეპატიება.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ქაოსისკენ წაყვანა არავის ეპატიება და აუცილებლად პასუხს აგებენ. ვინაიდან წინ საპარლამენტო არჩევნებია, ვფიქრობ, ძალიან სწორია პრემიერის ინიციატივა, რათა ასეთ შემთხვევებზე კანონი უფრო გამკაცრდეს“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები