დავით ბაქრაძე: ჩვენი ღირსების საკითხია, რომ ჩავატაროთ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები

შუალედურ არჩევნებზე მომხდარი აღმაშფოთებელი ინციდენტი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე ხელისშემშლელი ფაქტორია, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოხდარი დაპირისპირებების კომენტირებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ამას ხელისუფლება არ დაუშვებს და მსგავსი ინციდენტები იქნება აღმოფხვრილი და მსგავს საკითხებში, დამნაშავე პირები აუცილებლად იქნებიან დასჯილი.
„ჩვენი ღირსების საკითხია, რომ ჩავატაროთ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები.
ჩვენთვის ეს არის შესაძლებლობა, ნაბიჯი გადაიდგას ევროპულ გზაზე, ამიტომ ჩვენ ამ შესაძლებობას გამოვიყენებთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად. ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება არჩევნებს ასეთად ჩათვლის ამ პროცესს, თავს შეიკავებს როგორც პროვოკაციებისგან, ისე პროვოკაციებზე რეაგირებისგან.
ეს შეიძლება არ იყოს კონკრეტულად ვიზალიბერალიზაციის საკითხი, თუმცა ჩვენთვის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ეს არჩევნები ჩავატაროთ თავისუფალ, მშვიდ და სამართლიან გარემოში“, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები