უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი შესაძლოა, უკრაინაზე ადრე მიიღოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პაველ კლიმკინის ინფორმაციით, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი შესაძლოა, უკრაინაზე რამდენიმე კვირით ადრე მიიღოს.
„როგორც მინისტრებმა მაცნობეს, ვინაიდან საქართველომ ვალდებულებები ჩვენზე ადრე შეასრულა, ის შესაძლოა, დღის წესრიგში რამდენიმე კვირით ადრე მოხვდეს“, – განმარტა კლიმკინმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, როგორც უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მასთან გამართულ შეხვედრებზე დაადასტურეს, რომ ევროკავშირს არც საქართველოსთან და არც უკრაინასთან არანაირი კითხვა არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები