გოგი თოფაძემ არ იცის, ითანამშრომლებს თუ არა ირმა ინაშვილთან, ან თამაზ მეჭიაურთან

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, „მრეწველთა პარტიის“ ლიდერის გოგი თოფაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებში გასვლას დამოუკიდებელ რეჟიმში გეგმავს. თუმცა დეტალები იმის შესახებ, ითანამშრომლებს თუ არა ის სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან, მათ შორის,ირმა ინაშვილთან, თამაზ მეჭიაურთან, ნინო ბურჯანაძესთან და სანდრო ბრეგაძესთან, მოგვაინებით, ივლისის თვეში გახდება ცნობილი, როდესაც წინასაარჩევნო სამზადისი უფრო აქტიურ ფაზაში შევა.
„თუ ვინმესთან გავერთიანდებით, სწორედ ეს გუნდი იქნება. კარგი ურთიერთობა გვსქვს, ვხედავთ ალიანსის აქტიურობას, მაგრამ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, იქნებ ცალ-ცალკე რომ გავიდეთ, უფრო მეტი ვიყოთ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უცხოელების რჩევაზე არ იქნება დამოკიდებული. ჩვენ ჩვენი პლუსები გვაქვს, ნინო ბურჯანაძეს – თავისი, ალიანსსაც სერიოზული აქტივები აქვს, ვნახოთ, რა იქნება. ჩვენი გუნდის ამოცანაა, რაც შეიძლება მეტნი ვიყოთ და მეტი ძალა გვქონდეს პარლამენტში, ხოლო თუ რომელი ვარიანტი იქნება ყველაზე მისაღები, ამას ივლისში უფრო კონკრეტულად გეტყვით. გულწრფელად გეუბნებით, რომ ჯერჯერობით არაფერი გადაწყვეტილი არ არის“,- განაცხადა თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები