ეკა ბესელია: ძალიან პრინციპულია, რომ გამოძიებამ ძალადობის მონაწილეები დაადგინოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, სამართალდამცველებს სწრაფად უნდა მოახდინონ რეაგირება იმ ფაქტებზე, რაც სამეგრელოში მოხდა, ამავდროულად, ეს რეაგირება უნდა იყოს სამართლიანი.
როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას გუშინ ჰქონდა საუბარი სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელ პირებთან და ისინი ძალიან აქტიურად მუშაობენ. მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს დაკითხვები, მოწმეთა ბაზის იდენტიფიცირება, დაშავებულთა მდგომარეობის შეფასება და იმ პირების გამოკვეთა, ვინც დაშავდა და ვინც დააშავა.
„ფრთხილად, მაგრამ ძალიან პრინციპულია, რომ გამოძიებამ დაადგინოს ძალადობის მონაწილეები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
რაც შეეხება იმას, ვიდეოკადრები არის თუ არა საკმარისი დამნაშავეთა დასადგენად, ბესელიას თქმით, კადრები არის ერთ-ერთი კარგი ხელშემწყობი ფაქტორი, თუმცა ამავდროულად მიმდინარეობს მოწმეთა დაკითხვები. ამასთან, დეპუტატის განმარტებით, გამოძიება არ ჭიანურდება იმის გამო, რომ ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან და აცხადებს, რომ დამნაშავეებს ხელს არავინ დააფარებს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ, ბესელიას თქმით, პარლამენტი ამისთვის მზად არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები