ჰოლ ჰოლი ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს უსამძიმრებს

ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ალქსანდრა ჰოლ ჰოლი სოფელ ხურჩაში სქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.
“შოკირებული და შეწუხებული ვარ ხუთშაბათს სოფელ ხურჩაში მომხდარი ფაქტით, რომელმაც გიგა ოთხოზორიას სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებ ბატონი ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს. უმნიშვნელოვანესია, რომ ამის ჩამდენებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე და სიმშვიდე აღდგეს. ამგვარი ინციდენტები ხაზს უსვამენ ისეთი დისკუსიის ფორმატის არსებობის აუცილებლობას, როგორიცაა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი”, – განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები