„2008 წელს საქართველოში ომი რუსეთის იმ ახალი სტრატეგიული რეალობის ნაწილია, რომელზეც ნატომ რეაგირება უნდა მოახდინოს“

2008 წელს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი წამოიწყო. ეს არის იმ ახალი სტრატეგიული რეალობის ნაწილი, რომელზეც ნატომ რეაგირება უნდა მოახდინოს, – ეს განცხადება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყირიმის შემთხვევა პირველი იყო, როცა ერთმა ევროპულმა ქვეყანამ მეორეს ძალისმიერი გზით ტერიტორია წაართვა.
“თუმცა, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა საკუთარი ინტერესების მისაღწევად, რუსეთმა შეიარაღებული ძალები გამოიყენა. მისი არმია დიდი ხანია აკონტროლებს ტერიტორიას საქართველოსა და მოლდავეთში და იყენებს სეპარატისტულ ძალებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე გამოჩნდნენ. 2008 წელს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი წამოიწყო. ეს არის იმ ახალი სტრატეგიული რეალობის ნაწილი, რომელზეც ნატომ რეაგირება უნდა მოახდინოს“, – განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ.
მისი თქმით, ნატოში ესმით, რომ დაცული და სტაბილური სამეზობლო აძლიერებს ალიანსის უსაფრთხოებასაც და იძლევა უზარმაზარ შესაძლებლობებს ეკონომიკური ზრდისთვის და განვითარებისთვის.
„რუსეთმა კი საპირისპირო პოზიცია დაიკავა და საკუთარ პერიფერიაზე არასტაბილურობისა და ქაოსის დათესვა დაიწყო, იქნება ეს უკრაინა, საქართველო, მოლდავეთი თუ სირია, სადაც ასადის რეჟიმის მხარდამხარ იბრძვის“, – განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები