დავით ბაქრაძე ჯეიმს აპატურაის ხვდება

სამხრეთ კავკასიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი სახელმწიფო მინისტრს, დავით ბაქრაძეს ხვდება.
შეხვედრას, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუც ესწრება.
საუბრის მთავარი თემა ნატოს ვარშავის სამიტია.
მხარეებს შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები