პაატა ზაქარეიშვილი ხურჩის ინციდენტზე: რაც სახელმწიფო მინისტრი ვარ, პირველად მაქვს სინანულის განცდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ხურჩაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თავის პირველ კომენტარს ნანობს.
როგორც ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი სიტყვები იყო არასწორი და წინდაუხედავი. სახელმწიფო მინისტრი აპირებს, რომ ხურჩაში ჩავიდეს და ოთხოზორიას ოჯახს პირადად მიუსამძიმროს.
„ხურჩაში რაც მოხდა, ეს არის საშინელი მკვლელობა. ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე, მაღალი თანამდებობის პირი, როგორიც მეც ვარ, მეტი ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს თავის სიტყვებს. რაც მე ვარ სახელმწიფო მინისტრი, პირველად მაქვს სინანულის განცდა, რომ ჩემი სიტყვები არათუ სწორად არ იყო გაგონილი, არამედ არასწორად იყო ნათქვამი. მინდა სინანული გამოვხატო გიგა ოთხოზორიას ოჯახის მიმართ, რომელმაც ჩემი სიტყვები მტკივნეულად აღიქვა. ეს იყო ჩემი მხრიდან წამოცდენილი წინდაუხედავი სიტყვა და ვაპირებ ჩავიდე, პატივი მივაგო ოთხოზორიას ოჯახს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები