“დარწმუნებული ვარ, ბიულეტენების გადათვლა საოლქო კომისიაში მშვიდ გარემოში წარიმართება”

დარწმუნებული ვარ, ბიულეტენების გადათვლა საოლქო კომისიაში მშვიდ გარემოში წარიმართება, – ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ სოფელ კორცხელის შედეგების გასაჩივრების კომენტირებისას გააკეთა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, შედეგების გასაჩივრებას საფუძველი ნამდვილად ჰქონდა.
„რეალურად, იყო ასეთი სურათი, რომ მეორე და მესამე გადათვლას შორის სხვაობა იყო, წარმოიდგინეთ 40 ხმა. ეს თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან მძიმე იყო გარემო საარჩევნო უბანზე. საეჭვოდ მცირეა საერთო სტატისტიკასთან შედარებით გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა. ესეც იძლევა ეჭვის საფუძველს მანიპულაციებთან დაკავშირებით და ა.შ. შესაბამისად, ნამდვილად არსებობდა საფუძველი, რომ ორივე უბანზე გადათვლილიყო ხმები. ეს პროცესი, დარწმუნებული ვარ, მშვიდ გარემოში წარიმართება საოლქო კომისიაში. როგორი შედეგიც დაიდება, ისეთი შედეგით დასრულდება, ბუნებრივია, ეს არჩევნები,“-აღნიშნა აღმასრულებელმა მდივანმა. ირაკლი კობახიძის თქმითვე, ბიულეტენების გადათვლა ყველას თვალწინ მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები