დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.
“ 25 მაისს 00:30 საათიდან დაიკეტება თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი და ვარდების მოედანი. მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის, უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას და მესხიას ქუჩებზე. ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით – თაბუკაშვილის და ჭონქაძის ქუჩებზე. ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე მოძრაობა 27 მაისს 12:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება“,-აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები