სომხეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი სამხედრო მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლა

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას შეიარაღების სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან მელსიკ ჩილინგარიანის გათავისუფლების შესახებ. ამის თაობაზე სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
აპრილის ბოლოს სარგსიანმა თანამდებობებიდან სამი გენერალი მოხსნა – გენერალ-ლეიტენანტი ალიკ მირზაბეკიანი, გენერალ-მაიორი არშაკ კარაპეტიანი და გენერალ-მაიორი კომიტას მურადიანი.
როგორც მანამდე სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელმა ვაგრამ ბაგდასარიანმა განაცხადა, სამხედრო მაღალღინოსნები თანამდებობებიდან აპრილის დასაწყისში ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების დროს დაშვებული შეცდომების გამო გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები