თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტი „დელტას“ საკითხს განიხილავს

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა „დელტას“ საქმიანობის საკითხს განიხილავს, რომელსაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, ვახტანგ კაპანაძე და “დელტას” ყოფილი დირექტორი უჩა ძოძუაშვილი ესწრებიან.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, ორივე მხარის მოსმენის შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ დადგინდეს მიზეზი, რომელიც კახეთში მოსული სტიქიის დროს სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გამოყენებას ეხება.
“დელტას” ინფორმაციით, რაკეტების გასროლა ვერ მოხერხდა. თავდაცვის მინისტრმა კი საპასუხოდ “დელტას” ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
პარალელურად, ასევე თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, “დელტაში” მოკვლევას გენერალური ინსპექცია აწარმოებს.
„იმისთვის მოვიწვიეთ ორივე მხარე, რომ დავადგინოთ სიმართლე. იმედი მაქვს, კომიტეტზე დადგინდება მიზეზი, რატომ ვერ მოხერხდა “დელტას” მიერ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გასროლა კახეთში სტიქიის დროს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები