საქართველოს ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარე ეწვევა

  საქართველოს ხვალ ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე სოლვიტა აბოლტინა ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოლვიტა აბოლტინა თავის ქართველ კოლეგა დავით უსუფაშვილს შეხვდება, ასევე გამართავს შეხვედრებს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.
ვიზიტის ფარგლებში ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარე ნორდიკულ-ბალტიური ქვეყნების (NB8) საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები