საქართველოს საკითხი ხვალ დაგეგმილი ევროკავშირის საბჭოს სხდომის დღის წესრიგშია

საქართველოს საკითხი ხვალ დაგეგმილი ევროკავშირის საბჭოს სხდომის დღის წესრიგშია. ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ ძალიან მალე საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას მიღებს.
„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს საკითხი ხვალინდელი შეხვედრის დღის წესრიგშია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ხვალ საქართველოს საკითხის არსებითი განხილვა იქნება, რადგან საქართველომ შეასრულა ყველა რეკომენდაცია და მოთხოვნა. ჩვენი მოლოდინით, მივიღებთ შემდგომ პროგრესს და საბჭო წინ წაიწევა გადაწყვეტილებების მიღების საქმეში. დღევანდელი შეხვედრის დროს მივიღეთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საგარეო საქმეთა ყველა მინისტრისგან, აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ყველა კრიტერიუმი შეასრულა, ამიტომ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პროცესი გეგმის თანახმად გაგრძელდება და ძალიან მალე საქართველო მიიღებს მოსალოდნელ შედეგებს“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები