კახა კახიშვილი: თუ ადრე 100 ლარი ღირდა ადამიანის ცემა, ახლა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის შეფასებით, კორცხელში მომხდარი ფაქტი ძალიან ცუდი სიგნალი იყო და ძალიან დროული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ დაიწყო გამოძიება.
,,ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე, თუ ადრე იყო ადმინისტრაციული წესებით დაჯარიმება და თითქოს არაფერი მოხდა, 100 ლარი ღირდა ადამიანის ცემა, ახლა ჩვენ ვნახეთ, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო.
იმედს ვიტოვებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ გამოძიების ფარგლებში დაადგენს დამნაშავე პირებს, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან და, შესაბამისად, კანონის ჩარჩოებში მოხდება პასუხისმგებლობის დაკისრება. ეს, პირველ რიგში, აუცილებელია იმისთვის, რომ 20016 წლის ოქტომბრის არჩევნები მშვიდ გარემოში ჩავატაროთ“, – განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მისი თქმით, თუნდაც ის ადამიანები, ვისაც ნერვებმა უმტყუნა, როდესაც ნახავენ, რომ არ დარჩნენ დაუსჯელები, პრევენციული ღონისძიება იქნება დიდი არჩევნებისთვის, რომელიც აუცილებლად  მშვიდად უნდა ჩატარდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები