საქართველოს პრეზიდენტი სტამბოლში კოტ დივუარის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სტამბოლში, მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში, კოტ დივუარის პრემიერ-მინისტრ დანიელ კაბლან დუნკანს შეხვდა.
როგორც „კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის დღის წესრიგის გაფართოებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრისას მხარეებმა მსოფლიოში არსებულ ტერორიზმის საფრთხეებზეც გაამახვილეს ყურადღება.
„საქართველოს პრეზიდენტი დღეს გამართავს შეხვედრას თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან და ასევე, სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა, მათ შორის, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან.
დღეს და ხვალ სამიტის ფარგლებში, პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრებზე. საკითხები შეეხება კონფლიქტებს, კონფლიქტების პრევენციას და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებს”, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი გაეროში კახა იმნაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები