კახა კალაძე: პირადად ვიცი, რამდენად მძიმეა, როცა ოჯახის წევრს გიკლავენ

პირადად ვიცი, რამდენად მძიმეა, როცა ოჯახის წევრს გიკლავენ, – ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ხურჩაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას, რომ ”ეს იყო ერთჯერადი მკვლელობა”.
”ბატონი პაატას განცხადებებზე განმარტებას ვერ გავაკეთებ, თავად მას უნდა ჩაეკითხოთ ალბათ, მოსთხოვოთ განმარტებები. რაც შეეხება ფაქტს, ეს არის ძალიან მძიმე. ჩვენ ვსაუბრობთ არჩევნებზე და სხვა რამეებზე, მაგრამ, გულწრფელად რომ გითხრათ, ყველაფერი მეასეხარისხოვანია. პირადად ჩემთვისაც ძალიან მძიმეა ფაქტი, რადგან მე და ჩემს ოჯახს გამოვლილი გვაქვს და ვიცით, რამდენად მძიმეა, როცა ოჯახის წევრს გიკლავენ.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ოჯახს დავეხმაროთ, შვილებს შევუმსუბუქოთ ეს ყველაფერიო. მაგრამ ეს იქნება მინიმალური იმ ტკივილთან, რაც ამ ოჯახს გააჩნია ამ ადამიანის დაღუპვით. მინდა მივუსამძიმრო ოჯახს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, დამნაშავე დაისაჯოს. როგორც ვიცი, მიმდინარეობს მოლაპარაკებები დე ფაქტო მთავრობასთან”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
20 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები