დიმიტრი ხუნდაძე: არეულობა მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციას აწყობს

საკრებულოს შუალედურმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ “ქართული ოცნება“ უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალიტებთან საუბარში განაცხადა.
“ქართულ ოცნებას“ დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ. ცხრა ოლქიდან ჩვენ რვაში გავიმარჯვეთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კვლევები, რასაც “ნაციონალური მოძრაობა“ ზეიმობდა, რეალობას არ შეესაბამება.
გუშინდელმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ “ქართული ოცნება“ უალტერნატივო პარტიაა, რომელიც ყოველთვის გამარჯვებული იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
რაც შეეხება კორცხელში განვითარებულ მოვლენებს, დეპუტატის თქმით, არეულობა მმართველი გუნდის ინტერესებში არ შედის და მხოლოდ ოპოზიციას აძლევს ხელს.
“ვფიქრობ, ნებისმიერი ძალადობა უნდა აღიკვეთოს. მომხდარს შესაბამისი ორგანოები გამოიკვლევენ და დაადგენენ. დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. შემიძლია ვთქვა, რომ არეულობა მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციას აწყობს – ეს არ არის მმართველი გუნდის ინტერესებში“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები