ბელგიელი ტერორისტის ძმამ ტაეკვონდოში ევროპის ჩემპიონატი მოიგო

ნაჯიმ ლააშრაუის უმცროსმა ძმამ ტაეკვონდოში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ლააშრაუი ერთ-ერთია იმ ტერორისტებს შორის, რომლებმაც 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტი მოაწყვეს. 54 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მურად ლააშრაუიმ ესპანელ ხესუს ტორტოსს სძლია. 21 წლის ბელგიელი 2016 წლის ოლიმპიურ თანამაშებშიც მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ ბელგიის დედაქალაქში 22 მარტს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები