შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში „აბრეშუმის გზის“ მე-11 საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა

20-21 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში „აბრეშუმის გზის“ მე-11 საერთაშორისო კონფერენცია: ”ინოვაციები ბიზნესში, განათლებასა და მეცნიერებებში”გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობა მსოფლიოს 19 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო. 93 სამეცნიერო ნაშრომი 145-მა მომხსენებელმა წარადგინა.
ღონისძიების პარტნიორები არიან: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ჩინეთი).
კონფერენციაზე მოწვეულნი არიან, ასევე, კერძო, საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. „აბრეშუმის გზის“ მე-11 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაც ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები