მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)

თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საკუთრებაში არსებულ სარემონტო ქარხანაში იმყოფებოდნენ, სადაც მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია მიმდინარეობს. 2016 წელს 12 ვაგონი გარემონტდება, აქედან ოთხი ძველი ვაგონი უკვე კაპიტალურად შეკეთებულია, ხოლო გასული წლების განმავლობაში მოდერნიზებული 8 ვაგონი გათვალისწინებული ვადის ბოლომდე გარემონტდება.
თბილისის მერის თქმით, თბილისის მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია აქტიურ ფაზაში შევიდა, რაც ქალაქის თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ამ ეტაპზე ერთი მოძრავი შემადგენლობა, რომელიც ოთხი ვაგონით არის განსაზღვრული, უკვე შევა ექსპლუატაციაში, ასევე, განახლდება დამატებით 8 ვაგონი. არსებული რესურსების ფარგლებში სულ 12 ვაგონის მოდერნიზაცია განხორციელდება. აღნიშნულ ქარხანაში დასაქმებულია 150-ზე მეტი ადამიანი. ჩვენ ეტაპობრივად მივყვებით მოდერნიზაციის პროექტს, რათა ის ვაგონები, რომლებსაც 1 მილიონ კილომეტრზე მეტი აქვს გავლილი, აუცილებელი წესით განახლდეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც უფრო ენერგოეფექტურია და კეთილსაიმედო, ამიტომ ეს განახლებული ვაგონები გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული იქნება, ვიდრე ადრე განახლებული ვაგონები“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მერიის ინფორმაციით, ვაგონების მოდერნიზაცია გულისხმობს მოძრავი შემადგენლობის კაპიტალურ განახლებასა და თანამედროვე სისტემების ინსტალაციებს – მთლიანად იცვლება ვაგონის ინტერიერი, ექსტერიერს ეძლევა თანამედროვე სახე, ძველი სანათები იცვლება ახალი, დიოდური სანათებით, მემანქანის კაბინა აღიჭურვება თანამედროვე ტიპის მართვის პულტით, ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები იცვლება თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.
განახლებულ ვაგონებში უკვე დამონტაჟდა ბაქანის საკონტროლო და შიდა დაკვირვების კამერები, ასევე, თითოეული მათგანი აღიჭურვა მონიტორებით.
პროექტის მიზანი თბილისის მეტროს მგზავრებისთვის უსაფრთხო და კომფორტული სერვისის შეთავაზებაა.
13230230_1336015219748408_7065480346227535709_n 13241346_1336015213081742_9210816555251599852_n 13221643_1336015206415076_2515148810537195951_n 13237807_1336015139748416_1630621585529389939_n 13230345_1336015143081749_1797351595750946889_n 13230140_1336015096415087_7031614214172446024_n 13232994_1336014936415103_734850662734549897_n 13260292_1336014933081770_4114610007532399258_n 13230112_1336014829748447_8404068050246692514_n 13237814_1336014836415113_4305361839908142396_n 13237848_1336014736415123_9068530084628270558_n 13239477_1336014839748446_4559689130055058762_n 13249582_1286001624763143_609025322_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები