„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტი პრეზიდენტს პარლამენტისგან უკვე გადაეგზავნა

“საკონსტიუტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უკვე გადაუგზავნა. ჯერჯერობით უცნობია, მოაწერს თუ არა იგი დოკუმენტს ხელს. მას ამისთვის 10 დღის ვადა აქვს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გიორგი მარგველაშვილს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კანოპროექტი პირადად გიორგი მარგველაშვილისგან ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ამასთან, პრეზიდენტი კონსულუტაციებს გამართავს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რის შემდეგაც გადაწყვეტს, მოაწერს თუ არა ხელს დოკუმენტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები