“ქართული ოცნება“: ირაკლი ალასანია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიერ ორგანიზებული შეხვედრის ჩაშლას შეეცადა

22 მაისის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპონენტების მხრიდან პროვოკაციები მატულობს, -ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში.
როგორც პარტიაში განმარტავენ, წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია რამდენიმე ადამიანთან ერთად მივიდა და შეხვედრის ჩაშლას შეეცადა.
„არ გამოვრიცხავთ, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებები მიზანმიმართულად მომავალში სხვა რეგიონებშიც განვითარდეს. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ოპონენტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციული ქმედებებისგან, რადგან ასეთი ფაქტები ძაბავს წინასაარჩევნო გარემოს. ამასთან, მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს, არ აყვნენ ოპონენტების პროვოკაციებს, ვინაიდან “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ინტერესშია, არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად დემოკრატიულ და თავისუფალ, მშვიდ გარემოში“, – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები