ზაქარია ქუცნაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში 20-ის ზემოთ ტყუილად არიან ჩაწერილები

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში 20-ის ზემოთ ტყუილად არიან ჩაწერილები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის თემაზე საუბრისას განუცხადა.
„უბრალოდ რამდენიმეს ვეტყვი, რომ 20-ის ზემოთ ტყუილად არიან ჩაწერილები. თავიდან წარმოგვიდგინეს 15-კაციანი სულ სხვა შემადგენლობა და ახლა ბოკერია გაჩნდა პირველ 15 კაცში, რადგან მიხვდა, რომ 15 კაცზე ზემოთ ვერ გაიყვანენ. მინდა ვუთხრა, რომ 20-ის ზემოთ ყველანი მოტყუებულები ხართ, ამიტომ ვიდრე დროა, იზრუნეთ, რომ როგორც ბოკერიამ გადაინაცვლა მეორე ათეულში, თქვენც გადაინაცვლოთ მეორე ათეულში, თორემ ბარიერს მიღმა დარჩებით. ერწმუნეთ ჩემს საარჩევნო ინტუიციას და პროგნოზს“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები