ბაჩუკი ქარდავა – გერმანული მოდელის საპარლამენტო არჩევნებამდე მიღება რეალურია

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ინტერპარტიული ჯგუფის წევრი ბაჩუკი ქარდავა მიიჩნევს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გერმანული მოდელის მიღების შანსი სრულიად რეალურია. ქარდავას განცხადებით, გერმანულ მოდელს, „ქართული ოცნების“ გარდა, ყველა პოლიტიკური სუბიექტი მხარს უჭრს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობაც“ და მაჟორიტარი დეპუტატებიც.
„გერმანულ მოდელს, „ქართული ოცნების“ გარდა, ყველა პოლიტიკური სუბიექტი უჭერს მხარს. უმცირესობის წარმომადგენლები არიან: „თავისუფალი დემოკრატები“, “რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“. რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატიც მზად არის, რომ ამ მოდელს მხარი დაუჭიროს“,-განაცხადა ქარდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები