ნუკრი ქანთარია – „ბურჭულაძის პროექტი“ ბუტაფორიაა

დეპუტატი ნუკრი ქანთარია პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლას ეხმაურება. ის მიიჩნევს, რომ „ბურჭულაძის პროექტი“ ბუტაფორიაა და მან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უარის თქმა უბრალოდ ვერ შეძლო.
„მგონია, რომ ბურჭულაძის პროექტი ბუტაფორიაა, თუ ოდესმე მასზე ფილმს გადაიღებენ, სცენარიც წარმოდგენილი მაქვს – შედიან საგრიმიოროში ადეიშვილის მსგავსი ადამიანები, შეჰყავთ რომელიმე უცხოელი ლობისტი და ხდება მისი დაყოლიება. თავიდან პაატას არ უნდა ეს, მაგრამ ეუბნებიან, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და შენ მხოლოდ გამოდიო.
ვფიქრობ, რომ პაატას ეს თავის დღეში არ გაახსენდებოდა. ის მის პროფესიონალურ მოღვაწეობას აგრძელებდა და ქართველი ხალხიც ეგუებოდა ამას. არავის დაგვცდენია ხმა იმაზე, თუ რატომ არ ლაპარაკობდა ის გირგვლიანზე, შვიდ ნოემბერზე, „იმედის“ დარბევაზე, ხალხის დაჭერებზე. ვიცოდით, რომ ასეთ შემთხვევაში ის მოხვდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან მწვავე წნეხის ქვეშ. ამიტომ გვერჩივნა, რომ ემღერა და საქართველოს სახელი უცხოეთში გაეტანა. არც მას ჰქონდა ამის სურვილი, მაგრამ როგორც ჩანს გარკვეულ გარემოებათა გამო, მოხდა მისი დაყოლიება. ჩასვეს ამ პროექტში, როგორც ერთგვარი სახე, რადგან როგორც ჩანს, სხვა სახე ვერ იპოვეს“, – განაცხადა ქანთარიამ “კვირაში” სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები