ნუკრი ქანთარია: სიის ფორმირებას თავმჯდომარე განსაზღვრავს, თუმცა კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთანაც იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, საარჩენო სიის ფორმირებას მეტწილად თავმჯდომარე განსაზღვრავს, თუმცა კონსულტაციები ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთანაც იქნება.
„ძირითადი ტვირთი, რა თქმა უნდა, გიორგი კვირიკაშვილს ექნება. პოლიტსაბჭოზე კი, ეს ერთგვარად დამტკიცდება. ვფიქრობ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა უცვლელად გადავა, თუმცა უპირატესობები ამ შემთხვევაში მაინც იქნება. სიაში ახალის და ძველის სინთეზი არც ისე ადვილია. მანამდე დარჩენილია 6 მნიშვნელოვანი სესია, პრემიერთან საკმაოდ ბევრი პრობლემა იყრის თავს, რომლსაც მან თავი უნდა გაართვას, თუმცა არის ისეთი საკითხები, რომლებზეც, სავარაუდოდ, შევთანხმდებით“,-განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები