ნუკრი ქანთარია „კაბელების საქმეზე“ – შეკითხვები მეც მაქვს, რატომ არ დაიკითხა ირაკლი ალასანია და რატომ არ გადადის მასზე პასუხისმგებლობა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია კაბელების საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მასაც ბევრი შეკითხვა აქვს. მაგალითისთვის, მისთვის გაუგებარია, რატომ არ დაიკითხა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია.
ქანთარია მიიჩნევს, რომ „კაბელების საქმეში ხელისუფლებას არანაირი ინტერესი არ აქვს. „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, მან განაცხადა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ცდილობენ, ამ მოვლენებს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სარჩული დაუდონ.
„გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ხალხი თავისუფლების მიღმა აღმოჩნდა. მეც მაქვს გარკვეული კითხვები – როგორ მოხდა, რომ ხუთივეს ერთნაირი სასჯელი აქვს. რატომ არ დადგა მათი ზემდგომი ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა. 4 მილიონის გაქრობა ხომ ასე ჰაერში არ ხდება. რა მოხდა, რატომ არ დაიკითხა ხალხი, იგივე ალასანია? რატომ არ გადადის მასზე ეს პასუხისმგებლობა. გაუჩნდათ მათ ეს იდეა „სილქნეტთან“ დაკავშირებით?
ვერ შევალ მე სასამართლოს კომპეტენციაში, მაგრამ იმის პოლიტიზება, რასაც ახლა ცდილობენ, თითქოს, ეს ხალხი მძევალია და ეს პოლიტიკური ნიშნით ხდება… ამ კითხვაზე პასუხს ვერავინ მცემს. მაშინ პოლიტიკური სარგებელიც უნდა იყოს, მაგრამ განა რა სარგებელი უნდა მიიღოს დღეს ხელისულებამ ხუთი უდანაშაულო ადამიანის დაკავებით, გარდა წინასაარჩევნო თავის ტკივილისა. არავითარი პოლიტიკური ნიშნები აქ არ არის. მეორე ინსტანციაში კი, ვფიქრობ, რომ ამ კითხვებზე საზოგადოებას აუცილებლად უნდა გასცენ პასუხები – ვინ მოიხმარა 4 მილიონი? სახლში ამათ არ წაუღიათ და დადებითადაც ახასიათებენ. კითხვები არის და, ვფიქრობ, მეორე ინსტანციამ ამ შეკითხვებს აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი. რაც შეეხება იმას, რომ ხელის გაშვერა ხდება ბიძინა ივანიშვილისკენ, რა, მისი მიზანი ის უნდა იყოს, რომ ალანასია გაამწაროს? ვერაფრით ვგებულობ ამას, მგონია, რომ ეს არის პოლიტიკურ სარჩულში გახვევის მცდელობა და „თავისუფალი დემოკრატები“ ცდილობენ, რომ ასწიონ და გაახურონ თემა წინასაარჩევნოდ“,- განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები