ჯეიმს აპატურაი: ალიანსის წევრობა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არ არის მხოლოდ საქართველოს რეფორმებზე დამოკიდებული

„ალიანსის წევრობა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არ არის მხოლოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და რეფორმებზე დამოკიდებული“, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალურის მდივნის სპეციალურმა წარმომადგენლმა ჯეიმს აპატურაიმ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც აპატურაიმ აღნიშნა, პაკეტის გაძლიერებაა საჭირო, რათა დაჩქარდეს ის მომენტი, როდესაც საქართველო წევრობისთვის მზად იქნება.
”ჩვენ უნდა ვიმუშაოთ პაკეტის გაძლიერებაზე იმისთვის, რომ დავაჩქაროთ ის მომენტი, როდესაც საქართველო წევრობისთვის მზად იქნება. ალიანსის წევრობა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არ არის მხოლოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე, რეფორმებზე დამოკიდებული. ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია, რისი გაკონტროლების უნარიც გვაქვს”, – განაცხადა აპატურაიმ.
მისივე თქმით, ვარშავის სამიტის ენა საქართველოსთან მიმართებაში იქნება იგივე, რაზეც დეკემბრის მინისტერიალზე მოხდა შეთანხმება.
”ენა, რომელზეც შევთანხმდით დეკემბერში, ვარშავაშიც იქნება იგივე. ეს არის პოლიტიკური რეალობა. არ არის კონსენსუსი განცხადების შინაარსის შეცვლაზე. მას შემდეგ დიდად არც შეცვლილა გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელსაც შეიძლება კონსენსუსზე ემოქმედა”, – განაცხადა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები