ნუკრი ქანთარია – პრეზიდენტისგან ვეტოს შეჩვეულები ვართ

„ვეტოს ჩვენ შეჩვეულები ვართ, პრეზიდენტმა შესაძლოა, მიმართოს ამ ხერხს“, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ის ალბათობა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს შესაძლოა, ვეტო დაადოს, თუმცა „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, ქანთარიამ განაცხადა, რომ თუ შენიშვნები გასათვალისწინებელი იქნება, მას, სავარაუდოდ, გაითვალისწინებენ კიდეც.
„ვეტოს ჩვენ შეჩვეულები ვართ, პრეზიდენტმა შესაძლოა, მიმართოს ამ ხერხს და უკან გამოგზავნოს მოტივირებული შენიშვნები. ვნახავთ, რა შენიშვნები იქნება, და თუ ეს გასათვალისწინებელი იქნება, ალბათ გავითვალისწინებთ კიდეც, თუმცა ვეტოს დაძლევას რაც შეეხება, მგონია, რომ არ უნდა გაგვიჭირდეს.
რაც შეეხება ცვლილებებს, მგონია, რომ ეს ცვლილებები სამართლიანია. თავად განსაჯეთ, როდესაც ადამიანს უთავდება მისი ვადა, რატომ უნდა გაიგრძელოს, ადრე ეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედიოდა. ჩვენ სამართლიანი გადაწყვეტილება მივიღეთ, ხომ არ ვუმოკლებთ ამ ვადას. თუ კოლეგიის ოთხი წევრიდან ერთს ექნება სხვა აზრი და ეს აზრი შესაძლოა, იყოს სამართლიანიც, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ეს აზრი ყველამ უნდა გაიზიაროს. ეს საკითხი უნდა გადავიდეს პლენუმზე და პლენუმი მიიღებს საოლოო გადაწყვეტილებას. მსგავსი ცვლილებები, ვფიქრობ, აწესრიგებს სიტუაციას. ეს გაგრძელდება ვენეციის კომისიაშიც. ცვლილებებს წინ არაფერი უდგას, მაგრამ ფაქტია, რომ ცოტა დრო დაგვრჩა და ამიტომაც ვიჩქარეთ“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები