იაგლანდი: ევროპის საბჭო განაგრძობს ანგარიშების მომზადებას საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ

ევროპის საბჭო განაგრძობს ანგარიშების მომზადებას საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ და ასევე მცდელობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესასვლელად. აღნიშნულის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა ქ. სოფიაში ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების გადაწყვეტილება, ისევე როგორც მისი ანგარიში, მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ევროპის საბჭოს დღის წესრიგშია და იგი მომავალშიც გააგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას. მინისტერიალზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოს კონფლიქტზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-13 კონსოლიდირებული ანგარიშის ცნობად მიღების თაობაზე. გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს ეხება და მასში გამახვილებულია ყურადღება რუსეთის ფედერაციის პასუხისგებლობაზე უზრუნველყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა. ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1255-ე სხდომაზე გადაწყვეტილება “ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში” 2016 წლის 4 მაისს მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები