18 მაისი

08:30
ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში ტანკსაწინააღმდეგო ჯავშანსატანკო სწავლება გაიმართება. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული მთავარი საბრძოლო ტანკიდან M1A2-დან და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „M2“-დან საბრძოლო გასროლებს განახორციელებენ. დაგეგმილია ასევე ქართულ-ბრიტანული ერთობლივი ოპერაცია – ასეულის შეტევა საბრძოლო სროლებით“.
10:00
სასტუმრო “რედისონში” 17 ქვეყნის რკინიგზის ადმინისტრაციების საბჭოს რიგით 64 სხდომა გაიმართება. საკონტაქტო პირი: დაჩი ცაგურია 577 47 06 00
10:30
„უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 19 მაისს პარლამენტთან დაგეგმილი აქცია კანონის – „უსახლკაროთა შესახებ“ მიღების მოთხოვით. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
10:45
NEW
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი და ჰანიველ პარტნერსი ერთობლივი საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას გამართავენ. პროექტს წარადგენენ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის გენერალური დირექტორი მიხაელ ჰამპელი და ჰანიველ პარტნერსის მმართველი დირექტორი ირაკლი რუხაძე. მისამართი: წერეთლის გამზირი N118. საკონტაქტო: 577757979 / 577261064
11:00
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. ასევე, მიმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, მაუწყებლის ბადეში პროექტ „ეტალონის“ დაბრუნებასთან დაკავშირებით. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:00
“პირველის პრესკლუბში” საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე საკრებულოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და მერის მიერ წარდგენილ ანგარიშზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
თბილისი მარიოტში, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და Tripadvisor -ის მარკეტინგის მენეჯერი ჩედ შაივერი ერთობლივ პრესსკონფერენციას გამართავენ. თემა: ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ Tripadvisor-ზე მასშტაბური მარკეტინგული კამპანია დაიწყო.
11:30
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რა ოდენობის დაფინანსებას იღებდნენ პარტიები 2008-2012 წლებში და როგორი სურათია ამ მხრივ 2012- 2016 წლებში. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:30
“პირველის პრესკლუბში” “ახალგაზრდული ცენტრის” წევრები: ზურა ქადაგიძე და გიორგი ჩიქოვანი პარტიის მიერ ჩატარებულ პოლიტიკურ კვლევას წარადგენენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
“ეროვნული ფორუმის” ლიდერი კახა შარტავა პარტიის ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგს გამართავს. მისამართი: ლვოვის ქუჩა 82ა
A8
12:00
“პირველის პრესკლუბში” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” ხელმძღვანელი შოთა გულბანი ბრიფინგს გამართავს. თემა: ლარის გამყარების პროცესის შენარჩუნება მის ლოგიკურ ნიშნულამდე მნიშვნელოვანია. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:30
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი სახელმწიფო შეფასების მიმდინარეობას გაეცნობა. სახელმწიფო შეფასების მიზანი მოსწავლეთა მიღწევების დონის შეფასებაა. იგი ოთხ საგანში ტარდება: ქართული, როგორც მეორე ენა (მე-7 კლასი); ქიმია (მე-9 კლასი); ფიზიკა (მე-9 კლასი); ბიოლოგია (მე-9 კლასი). მისმართი: თბილისის №102 საჯარო სკოლა, ნუცუბიძის პლატო მე-4 მ/რ.
15:00
თიბისი ბანკის იპოთეკურ ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: თიბისი ბანკის იპოთეკური ცენტრისა და დეველოპერული კომპანია m2-ის თანამშრომლობა. მისამართი: ჭავჭავაძის #11, თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალი, თიბისი ბანკის იპოთეკური ცენტრი
17:00
აბანოთუბანში და საქართველოს ხუთ 5 ქალაქში ეროვნული სამოსის დღე გაიმართება. მოეწყობა: ნაციონალური სამოსის სახლის გამოფენა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა – „ეროვნული სამოსის ნაკვალევი ისტორიის ფურცლებზე“, გიორგი ლაცაბიძის მჭედლობა – საბრძოლო აღკაზმულობისა და სამოსის აქსესუარების გამოფენა, ქართული რეწვის გამოფენები, დავით ჭანტურიძის ნამუშევრები – ეროვნული შესამოსელისა და საბრძოლო აღკაზმულობის გამოფენა.
19:00
აბანოთუბანში და საქართველოს ხუთ 5 ქალაქში ეროვნული სამოსის დღე გაიმართება. მოეწყობა გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: თეატრი „ნაბადი“, ანსამბლი „გორდელა“, ანსამბლი „ჩვენებურები“,„შავფაროსნები“ საჩვენებელი წარმოდგენით, პანტომიმის თეატრი, ქორეოგრაფიული ანსამბლი „უნივერსიტეტი“ და ოსეთის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები