ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობა დაიწყო (ფოტოკოლაჟი)

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში ტრანს-ადრიატიკული მილსადენის (TAP) მშენებლობის დაწყებას ჩაეყარა საფუძველი. საზეიმო ღონისძიებას პროექტში მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
თესალონიკის პორტის ტერიტორიაზე დღეს პირველი მილსადენი ჩაიდო, რომელზეც სიმბოლურად მოაწერეს ხელი “სამხრეთ გაზის დერეფნის” პროექტში ჩართული ქვეყნების ლიდერებმა, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის ადმინისტრაციი ინფორმაციით, ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP), რომლის სიგრძე დაახლოებით 800 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20მილიარდ კუბურ მეტრამდე, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით იტალიაშიბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას მოახდენს.
საქართველო  „სამხრეთ გაზის დერეფნის”  პროექტში სტრატეგიული პარტნიორია. შაჰ დენიზის პროექტის  მე-2  ფაზისფარგლებში, საქართველოში  სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რაზეც  2მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. მშენებლობის სხვადასხვა ეტაპებზე დასაქმდება 2000 ადამიანი, ხოლოდასრულების შემდეგ შეიქმნება 130 სამუშაო ადგილი. პროექტის შედეგად, 2019 წლიდან საქართველო მიიღებს ბუნებრივიაირის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასად.

13220932_272173456461019_7899709566340737704_n

13226758_272173453127686_9084766206614303603_n

13226868_272173533127678_5509876420363400196_n

13239317_272173473127684_5447262277942771863_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები