ფადი ასლი თოფაძეს ვიაგრის იმპორტს ჰპირდება, რომ მისი პოტენცია არ დაქვეითდეს

    ბიზნესმენი ფადი ასლი დეპუტატ გოგი თოფაძეს ჰპირდება, რომ ვიაგრის იმპორტს მოახდენს და მისი იმპოტენცია განიკურნება.
“გოგი თოფაძე, ვწუხვარ, რომ თქვენ ასეთი დიდი რაოდენობით გაქვთ მოხმარებული ჩემ მიერ იმპორტირებული ქათმის ბარკალი. მაგრამ არ ინერვიულოთ, გოგი, მე ვიაგრის იმპორტსაც მოვახდენ. ასე, რომ თქვენი იმპოტენცია იქნება განკურნებული!“ – წერს ფადი ასლი ფეისბუქის გვერდზე.
რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ “კავკასიის” ეთერით განაცხადა, რომ ფადი ასლის მიერ შემოტანილი ქათმის ბარკლები მამაკაცის პოტენციაზე ცუდად მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები