საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივი წვრთნების ჩატარებას გეგმავენ

საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის ხელისუფლებები ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე შეთანხმდნენ. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაკირ გასანოვმა განაცხადა.
როგორც გასანოვმა აღნიშნა, გაბალაში ჩატარებულ სამმხრივ შეხვედრაზე სამი ქვეყნის თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელები კიბერუსაფრთხოების და მილსადენების დაცვის საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
2015 წელს ანკარამ და ბაქომ ერთობლივი წვრთნები თურქეთში ჩაატარა. წვრთნებში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ექვსმა ავიაგამანადგურებელმა და 106-მა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები