16 მაისი

10:30
სვანეთში ოქროს ძიება-მოპოვებასთან დაკავშირებულ სკანდალზე იურისტი ირაკლი გვილია და გეოლოგი ბადრი გალდავა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: სკანდალი, რომელიც სვენეთში ოქროს მოპოვებას უკავშირდება. რატომ გამოყარეს ჩინელები სვანეთიდან, ვისი ინტერესები იკვეთება და ვინ უშლის ხელს ინვესტიციის განხორციელებას სვანეთში. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565

11:00
„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „ქართული ოცნების“ ყრილობა და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565

11:30
„ქართული ოცნების“ წევრი ელისო ჩაფიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

10:15
“პირველის პრესკლუბში” საპარლამენტო უნრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
ქ. თბილისის მერიაში ახალი პროექტის „ქალაქი – ბიბლიოთეკა“ პრეზენტაცია ჟურნალისტებისთვის გაიმართება. პრეზენტაციას გაუძღვებიან: თბილისის მერი, დავით ნარმანია და „საბას“ დამფუძნებელი, რატი ამაღლობელი. დღესვე თბილისის მერია გამოაცხადებს დიზაინერების კონკურსს, რომლის გამარჯვებული დიზაინერული კონცეფციითაც მოხდება პროექტის განხორციელება. მის: ქ. თბილისის მერია, შარტავას ქ. 7, მე-20 სართული (ვერანდა)
11:00
NEW
სასტუმრო “ჰოლიდეი ინნში” სახალხო დამცველი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საპარლამენტო ანგარიშის მოკლე ვერსიას წარუდგენს.
11:30
ფილარმონიაში, ლევან ვასაძის ინიციატივით გაიმართება მსოფლიო X საოჯახო კონგრესი ცივილიზაციის გზაჯვარედინზე: ოჯახი თავისუფლებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ბასტიონი.საკონტაქტო პირი: ზვიად ტომარაძე 599 29 00 13
12:30
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, მარიამ სვიმონიშვილი „რეპორტიორის“ პრეს–კლუბში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს, თემაზე: რატომ არ კონტროლდება „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხრიდან სახელმწიფო გრანტის თანხების ხარჯვა და ვინ აგებს პასუხს ე.წ. „ჩაწყობილი გრანტების“ პრაქტიკაზე? მისამართი: ქ. თბილისი, იოსებიძის ქუჩა №57, I სართული. საკონტაქტო პირი: გიორგი ზოიძე, 599 291202

13:00
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების გახსნა და პირველი პლენარული სხდომა ჩატარდება. მის: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ანა პოლიტკოვსკაიას №61, VII სართული
16:00
“საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” და “საქართველოს ახაგაზრდა დიპლომატთა კლუბი” ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში მართავენ კულტურულ საგანმანათლებლო ხასიათის გამოფენას ევროკავშირის თემაზე – “United in Diversity”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები