„რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შესაძლოა 2016 წლის არჩევნებზე ალიანსის სახით წასდგენ“

  პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში კოალიციიდან „რესპუბლიკელების“ გასვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, თუ ვინმე კოალიციის დატოვებას გადაწყვიტავს ისინი პირველ რიგში „რესპუბლიკელები „ იქნებიან. პოლიტოლოგმა არ გამორიცხა რომ „რესპუბლიკელებმა“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ალიანსი შეკრან.
„ თუ ვინმე კოალიციის დატოვებას გადაწყვიტავს ისინი პირველ რიგში „რესპუბლიკელები „ იქნებიან. დღევანდელი ლოიალური დამოკიდებულება ამხანაგი პუტინის მიმართ არ მგონია „რესპუბლიკელების“ სიმპატიას იწვევდეს.
იდეოლოგიური თვალსაზრისით „რესპუბლიკელები“ ახლოს დგანან „თავისუფალ დემოკრატებთან“ და შესაძლებელია თუკი ისინი კოალიციას დატოვებენ ალასანიას პარტიასთან გაერთიანდნენ და ერთიანი ალიანსით წარსდგენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა ამით მათი შანსები შემცირდება“- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები