როსტოვის ოლქში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი იმყოფება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი არტურ მიქვაბია როსტოვის ოლქში იმყოფება, სადაც ოლქის გუბერნატორს, ვასილი გოლუბევს შეხვდა. ამის შესახებ გამოცემა dontr.ru იუწყება. მიქვაბიამ გოლუბევს სავაჭრო პარტნიორობის გაფართოება შესთავაზა. ამჟამად როსტოვის ოლქიდან ოკუპირებულ აფხაზეთში თამბაქო და ქიმიური მრეწველობის პროდუქცია ჩადის. მიქვაბიამ ასევე აღნიშნა, რომ აფხაზური ხილი, ძირითადად, სწორედ როსტოვის ოლქში იყიდება.