ქართულ-ამერიკული წვრთნების პერიოდში ცხინვალი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს კეტავს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს კეტავს ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნების პერიოდში.
ვაზიანის ბაზაზე მიმდინარე Noble Partner-2016 11 მაისს დაიწყო და 26 მაისამდე გაგრძელდება. როგორც გაზეთ „იზვესტიას“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში განუცხადეს. ე.წ. საზღვარი „პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად“ დაიხურება.
„ჩვენ საქართველოსგან კარგს არაფერს ველით. ერთადერთი ჩვენი დამცველი რუსეთია და ის ჩვენი საზღვრის უსაფრთხოების გარანტია“,- განუცხადა „იზვესტიას“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის პრესმდივანმა განა იანოვსკაიამ. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს სხვადასხვა ღონისძიების დროს ხურავს. ბოლოს ეს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნის გამო მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები