მიხეილ დუნდუა – საქართველოში ინვესტიციების დაბანდების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდა

გადაცემა 2030-ის წევრმა, ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ დღეს პორტალ „კვირაში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც იბიარდის ინვესტიციებზე და ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
მისივე განმარტებით, „იბიარდის“ მიერ განხორციელებული ინვესტიციები იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ბიზნესის დასაბანდებლად. ეეროვნულ ვალუტაზე სუაბრისას კი განმარტა, რომ ძალაშია ის შესაძლებლობა, რომლის თანახმადაც ლარი შესაძლოა, 2-2.20 ნიშნულს დაუბრუნდეს. ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად კი, სულ მალე, ბანკებისთვის ლარი უფრო მომხიბლავი გახდება, რის გამოც სესხები ლარში შემცირდება.
„ახლა ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს და იმისათვის, რომ მკვეთრი რყევა არ მოხდეს, ეროვნული ბანკი ცდილობს, ეს ყველაფერი რიტმულ და თანაზომიერ პროცესში გადაიტანოს. გარდა ამისა, მოიხსნა სპეკულაციური საფრთხე. ძალიან კარგია, რომ შემცირდა რეფინანსირების განაკვეთი, რის გამოც სესხები ლარში გაიაფდება. ბიზნესის თვალსაზრისითაც მისი გამოყენება უფრო ყაირათიანიი იქნება. გადაწყვეტილება უკვე დაანონსებულია და გადაწყდა, რომ ივნისში ამოქმედდება და შემცირდა დარეზერვების ნორმა. კერძოდ კი, ლარში გასაცემ სესხებზე 10 პროცენტის ნაცვლად, 7 პროცენტი იქნება. რაც შეეხება დოლარს, ის გაიზრდება და 15 პროცენტის ნაცვლად 20 პროცენტი გახდება. ბანკებისთვის უფრო მიმზიდველი იქნება სესხის ლარში გაცემა, შესაბამისად, შემცირდება დოლარში სეხის გაცემის მიმზიდველობა “,- განაცხადა დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები