გორის მუნიციპალიტეტში სეტყვამ 5000 ჰექტრამდე მრავალწლიანი ნარგავები ძლიერად დააზიანა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სეტყვისგან დაზარალებული სოფლები დაათვალიერეს.
არცევსა და ქვეშში იმყოფებოდნენ: სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – გოჩა ცოფურაშვილი, ამავე სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის უფროსი – შალვა კერესელიძე, გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე – ალექსი ვეშაპური, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი – მამუკა ლომსაძე და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე – ამირან შავშიშვილი.
მათ დაზიანებული ხეხილის ბაღები პირადად მოინახულეს და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ. გორის მუნიციპალიტეტში, ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, სტიქიამ დაახლოებით 7000 ჰა ფართობის სასოფლო-სამეურნეო კულტურები დააზარალა. აქედან, 5000 ჰექტრამდე მრავალწლიანი ნარგავები ძლიერად დაზიანდა. რაც შეეხება სტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები