ე.წ. სამხრეთ ოსეთი 8 და 9 მაისს ე.წ. საზღვარს დახურავს
ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს 8 და 9 მაისს დახურავს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, „საზღვრის“ დახურვა დიდ სამამულო ომში გამარჯვების ღონისძიებებს უკავშირდება. ოკუპირებულ რეგიონში 9 მაისს საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი.
საოკუპაციო ხაზზე მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეების გადაადგილება 10 მაისიდან განახლდება.