ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ადმინისტრაციის უფროსის, ასტამურ ტანიას თანამდებობიდან გადაყენების ბრძანებულებას. „მადლობა მინდა გადავუხადო ასტამურ ტანიას, რომ ის ჩემს გვერდზე იყო. ის სახელმწიფო სტრუქტურებში დარჩება და მუშაობას გააგრძელებს“, – განაცხადა ხაჯიმბამ. ამის შესახებ ხაჯიმბამ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანაშრომლებთან გამართულ თათბირზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები