თიბილოვმა ნიკარაგუაში „ელჩი“ დანიშნა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ნიკარაგუაში „ელჩი“ დანიშნა. ამის შესახებ სააგენტო „რეგნუმს“ თიბილოვის პრესსამსახურში განუცხადეს.
ამ თანამდებობაზე ნარიმან კოზაევი დაინიშნა. ყოფილი „ელჩი“ დანიელ თიბილოვი ნიკარაგუიდან მიმდინარე წლის თებერვალში გამოიწვიეს. 2011 – 2012 წლებში კოზაევი უკვე იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ელჩი“ ვენესუელასა და ნიკარაგუაში.