6 მაისი

22:00
ბულგარეთიდან თბილისში დაბრუნდებიან ქართველი მოფარიკავეები, რომელთაც ბულგარეთში გამართულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
06 მაისი
10:30
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ კორძაია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00
“პირველ პრესკლუბში” “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე ლაშა გიორგაძე და ორგანიზაციის იურისტი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: შრომითი უფლებები. პრესკონფერენციაზე, ასევე წარმოდგენილი იქნება სოციალური ვიდეო რგოლი, რომელიც ორგანიზაციამ შრომითი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით გადაიღო. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე მერაბ ლიპარტია სამუშაო შეხვედრას გამართავენ. თემა: საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზოლში დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოების) გავრცელების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი სადეზინსექციო სამუშაოები. მის: წერეთლის 144 (ჯანდაცვის სამინისტრო)
11:00
უფლებადამცველი, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმის გახსნა. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:30
“პირველ პრესკლუბში” პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30
მამუკა არეშიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეაფასებს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 25 წლისთავთან დაკავშირებით, კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალური დირექტორი ბრუნო ბალვანერა და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. მისამართი: კოსტავას ქუჩა #14; სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi“
12:00
NEW
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალ დირექტორს ქეთევან ჩაჩავას წარადგენს და საქართველოში ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრებს. მის: მთავრობის ადმინისტრაცია, მე-8 სართული

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები