რაულ ხაჯიმბამ ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე თანამდებობიდან გადააყენა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან ასტამურ აპბას გათავისუფლების შესახებ. ამის თაობაზე სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, აპბამ განცხადება გადადგომის შესახებ საკუთარი სურვილით დაწერა. ასტამურ აპბა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე 2015 წლის 26 თებერვალს დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები