5 მაისი

09:00
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
10:30
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ჯანდაცვის კომისიის წევრი გიორგი ხეჩინაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საყოველთაო ჯანდაცვა და ხარვეზები; სოციალურად დაუცველთა ბაზები; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
10:30
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი“ პოპულარიზაციის მიზნით, დედაქალაქის წარომადგენლობითი ორგანოს, განათლებისა და მეცნიერების, ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
11:30
“პირველ პრესკლუბში” პარტია “მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარე კახა ძაგანია ბრიფიგს გამართავს. თემა: საარჩევნო სია, კახა კუკავას მიმართვა არასაპარლამენტო ოპოზიციას და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და მხატვარი ნიკოლოზ შენგელაია ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსთან – „თბილისი“ დაკავშირებით პრესკლუბში „კვირა“ ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

12:00
“პირველ პრესკლუბში” ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
13:00
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება jandacva.ge-ის პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგზე დაანონსდება კლინიკური ფარმაკოლოგიის საკვანძო საკითხების შესახებ სასწავლო პროგრამა, რომელიც განკუთვნილია ყველა სპეციალობის ექიმისთვის. ბრიფინგს გაუძღვებიან სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე და სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელი, ლუიზა გაბუნია. მისამართი: მერაბ ალექსიძის 8, გაუ(ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი). საკონტაქტო: 568 27 24 24
13:00
ღვინის ქარხანა N1″-ში გუდიაშვილის მოედნის საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან: თბილისის მერი დავით ნარმანია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, პროექტის ავტორები და სპეციალისტები. მის.: (პეტრიაშვილის ქ. N1). საკონტაქტო პირი: ნინი მთვარაძე 598 141 151
19:00
“თიბისი გალერეა” ვიზუალ-არტისტის თეზი გაბუნიას განახლებულ არტ პროექტს „შეყავი თავი გალერეაში“ უმასპინძლებს. ერთი დღის განმავლობაში თიბისი გალერეის სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვalieron მსოფლიოში ცნობილი სამი საგამოფენო სივრცის: (ლუვრი (პარიზი), ტეიტ მოდერნი (ლონდონი), გაგოსიანის გალერეა (ნიუ იორკი) ანალოგიური მინი მოდელები. დასწრება თავისუფალია. მისამართი: მარჯანიშვილის #7, თიბისი ბანკის სათაო ოფისი, თიბისი გალერეა მე-4 სართული
19:00
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული თბილისი გაიხსნება.
A8
20:00
ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი პირველ გამოფენას უმასპინძლებს, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 40-იანი წლების ფერწერა და გრაფიკა. გამოფენა 6 მაისიდან 19 ივნისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები